ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» პრემიალური პროგრამის წესები

1. წესები განკუთვნილია მობილური აპლიკაცია «მაქსიმის» ნებისმიერი მომხმარებლისთვის, წარმოადგენს სერვისი «მაქსიმის» ოფიციალურ შეთავაზებას და შეიცავს პრემიალური პროგრამის ყველა პირობას.

2. წესებში გამოიყენებული ტერმინები:

2.1. მონაწილე — მობილური აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებელი.

2.2. ახალი მონაწილე — მომხმარებელი, რომელმაც პირველად დააყენა აპლიკაცია «მაქსიმი», რომელსაც მანამდე არ შეუქმნია შეკვეთა აპლიკაციის საშუალებით თავისი მობილური მოწყობილობიდან ან ტელეფონის ნომრიდან და არ გაუაქტიურებია სერვისი «მაქსიმის» პრომოკოდები.

2.3. პრომოკოდი — ასოებისა და ციფრების თანმიმდევრობა, რომელიც პრემიალური პროგრამის მონაწილეთა შორის გაცვლისთვის გენერირებულია აპლიკაციაში. პრომოკოდი არის თავისი გამგზავნისა და მიმღების, გათვალისწინებული პრემიისა და სერვისი «მაქსიმის» აქციებში მონაწილეობის იდენტიფიკატორი. პრომოკოდის აქტივაციისთვის საჭიროა მისი შეყვანა აპლიკაცია «მაქსიმი» შესაბამის ველში.

2.4. პრემიალური რუბლი — პირობითი ერთეული, რომელიც ანგარიშდება რუსეთის რუბლებში (1 პრემიალური რუბლი უდრის 1 რუსეთის რუბლს) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფასდაკლების სახით მგზავრობის საფასურის 30%-მდე ასანაზღაურებლად. პრემიალური რუბლები არ ექვემდებარება ფულად სახსრებზე გადაცვლას და მათი გამოყენების ვადა, რომელიც დადგენილია წინამდებარე წესებით, არის შეზღუდული.

2.5. პირადი ანგარიში — აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებლის ვირტუალური ანგარიში, რომელიც ფორმირებულია სერვისი «მაქსიმის» მიერ და რომელზეც ფიქსირდება საავანსო გადასახდელები, მგზავრობის ასანაზღაურებლად დაქვითული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები.

3. პრემიის სახეობები:

3.1. «პირველი პრემია». ახალ მონაწილეს შეჰყავს სერვისი «მაქსიმის» სარეკლამო მასალებიდან აღებული პრომოკოდი აპლიკაციაში «მაქსიმი». პრომოკოდის წარმატებული აქტივაციის შემდეგ მის ანგარიშზე ირიცხება 100 პრემიალური რუბლი, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მგზავრობების ასანაზღაურებლად ჩარიცხვის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

3.2. «გაუკეთე საჩუქარი მეგობრებს». აპლიკაციაში «მაქსიმი» მონაწილე გენერირებს პერსონალურ პრომოკოდს და ნემისმიერი შესაძლო გზით გადასცემს მას ახალ მონაწილეს. საკუთარ მობილურ მოწყობილობაზე აპლიკაციაში პრომოკოდის აქტივაციის შემდეგ ახალი მონაწილე იღებს 100 პრემიალურ რუბლს. მონაწილე იღებს 100 პრემიალურ რუბლს მისი პერსონალური პრომოკოდის ახალი მონაწილეების მიერ წარმატებით შესრულებულ ყოველ აქტივაციაზე იმ პირობით, რომ ახალმა მონაწილეებმა აპლიკაცია «მაქსიმის» მეშვეობით 90 დღის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ იმგზავრეს. პრემიალური რუბლები ირიცხება მომხმარებლების პირად ანგარიშზე და მათი გამოყენება მგზავრობის ასანაზღაურებლად შესაძლებელია ჩარიცხვის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

3.3. «სააქციო პრომოკოდი». აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებელი იღებს პრომოკოდს სერვისი «მაქსიმის» აქციაში მონაწილეობისთვის. ის აქციის მონაწილე ხდება პრომოკოდის აქტივაციის შემდეგ. აქტივაციისათვის პრემიალური რუბლები არ დაირიცხება.

3.4. «საპრიზო პრომოკოდი». აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებელი პრომოკოდს იღებს პრიზის სახით სერვისი «მაქსიმის» აქციაში მონაწილეობის შედეგების მიხედვით. პრომოკოდის აქტივაციის შემდეგ პრემიალური რუბლები ირიცხება მომხმარებლის პირად ანგარიშზე და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მგზავრობის ასანაზღაურებლად. პრემიალური რუბლების რაოდენობა და მათი გამოყენების ვადა განისაზღვრება აქციის პირობებით.

3.5. «მადლობა სბერბანკისგან». ბანკის ბარათის მფლობელი პროგრამის «მადლობა სბერბანკისგან» საიტზე (https://spasibosberbank.ru/actions/taksi-so-skidkoj-do-30-pora-ehat/) ბონუსებს «მადლობა» ცვლის სერვის «მაქსიმის» კუპონებზე და ღებულობს პერსონალურ პრომოკოდს. პრომოკოდის აქტივაციის შემდეგ პრემიალური რუბლები ირიცხება მომხმარებლის პირად ანგარიშზე. 1 ბონუსი «მადლობა» უდრის 1 პრემიალურ რუბლს. მათი საშუალებით შესაძლებელია მგზავრობის ღირებულების 30%-მდე გადახდა. ბონუსების პრემიალურ რუბლებზე გაცვლა შეუძლია სბერბანკის ბარათის ნებისმიერ მფლობელს, რომელიც მოიხმარს აპლიკაციას «მაქსიმი».

4. სერვისი «მაქსიმი» ანთავსებს ინფორმაციას პრემიალური პროგრამის წესების, ვადებისა და პირობების შესახებ აპლიკაციაში «მაქსიმი» და საიტზე https://taximaximapp.ru.